2024-02-18 22:59:26, 638 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საპატრიარქოში ესტუმრა. პატრიარქმა და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს. პატრიარქმა ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,