17:06 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-18 20:01:28, 549 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ხელი უნდა შევუშალოთ რუსეთს, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის ინტერესებში შედის, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის რუსეთს ხელი შუშალოს, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის - ეს არის საჭიროება, უსაფრთხოება, ეს გახლავთ ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციის თვალსაზრისით, იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მაგრამ დღეს მთავარი საკითხი გახლავთ უსაფრთხოება. უსაფრთხოების საჭიროება გახლავთ ის, რასაც უნდა გრძნობდეს ევროკავშირიც", - ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი ახლა რასაც აკეთებს, ეს 2007 წელს იყო გაცხადებული. მისი თქმით, რუსეთმა განაცხადა, რის გაკეთებას აპირებდა და ამას აკეთებს.

"რუსეთი, რასაც ახლა აკეთებს, ეს იყო ფაქტობრივად, გაცხადებული 2007 წელს, რომ ის არ მისცემდა უფლებას დასავლეთს შესულიყო შავი ზღვის რეგიონში. 2008 წელს მოხდა საქართველოს მოვლენები, შემდეგ მოჰყვა ყირიმი, ისევ შავი ზღვის რეგიონი და ომი უკრაინაში. რუსეთმა განაცხადა, რის გაკეთებას აპირებდა და აკეთებს ამას.

ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია - ევროკავშირის ინტერესებში შედის საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, რომ ხელი შევუშალოთ რუსეთს, რომ გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში, რის გაკეთებასაც ის ცდილობს და ეს გახლავთ მნიშვნელოვანი მომავლისთვის, კომუნიკაციისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალ წლებში, ათწლეულებში. ჩვენ ეს უნდა ავიცილოთ თავიდან, მოვლენების ასეთი განვითარება", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო და დღეს დამთავრდება. მასში მონაწილეობას დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური იღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics