2024-02-17 15:14:11, 749 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში ერთმანეთს შეხვდნენ
სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის ამსახველ ფოტოს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის პირველი შეხვედრაა.
ცნობისთვის, მიუნხენში უსაფრთხოების რიგით 60-ე კონფერენცია იმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,