|
2024-02-16 09:05:17, 643 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი ხაზარაძეზე - ის, ვინც მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრდა, გადასახლებით ემუქრება მას, ვინც ამ ქვეყანას სამი მილიარდი დაახარჯა
როდესაც გამოდის ადამიანი [მამუკა ხაზარაძე] და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში და რეპრესიულ ელფერს აყოლებს ამ თავის განცხადებებს, სამართალი სად არის - ერთის მხრივ არის ადამიანი, რომლის ბანკის ვალიც აქვს ნახევარ საქართველოს, ასოცირდება მასთან ეს ვალი და მეორეს მხრივ არის ადამიანი, რომელსაც სამი მილიარდი აქვს ამ ქვეყანაში ქველმოქმედებაში დახარჯული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. დავითულიანის თქმით, "ის, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრდა, გადასახლებით ემუქრება მას, ვინც ამ ქვეყანას ფული ქველმოქმედების სახით დაახარჯა". „მამუკა ხაზარაძე გამოდის და ამტკიცებს რომ მას აქვს 6%, ამ 6%-ით მოდის ხელისუფლებაში და აპირებს რეპრესიების გატარებას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მიმართ. მოირგო პროკურორის როლი. მამუკა ხაზარაძე პროცენტზე რატომ საუბრობს, ასოციაციები საერთოდ სხვაგან მიდის, ყველას მამუკა ხაზარაძის პროცენტიანი ვალი აქვს თითქმის ამ ქვეყანაში. როცა ის პროცენტს ამბობს, ავტომატურად ყველას თავისი ვალები ახსენდება. ვურჩევდი, ეს სიტყვა გააქროს თავისი ლექსიკონიდან, ვურჩევდი, კვირებს ნუ ითვლის, იმიტომ, რომ ამ კვირების ბოლოში რომ გავა, გარდაუვალი კრახის წინაშე დადგება. ვინ სად წავა და როგორ წავა, ამას ის ვერ განსაზღვრავს საბედნიეროდ ამ ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იქნება იქ, სადაც არის და სადაც მოისურვებს, რომ იყოს ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ხოლო მამუკა ხაზარაძე იქნება იქ, სადაც მისი ადგილია - პროცენტებში, ციფრების არევასა და ჟონგლიორობაში. როგორც ჩანს, ეს ბანკიდან აქვს გამოყოლილი, რომ ციფრებით უნდა იჟონგლიოროს“, - განაცხადა დავითულიანმა.
გურჯაანში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა
გახარია კობახიძის ევროპაში ვიზიტზე - სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა
მიჩიგანის შტატში სენატორის ადგილი მუსლიმმა დემოკრატმა აბდულ ელ-საიდმა მოიპოვა
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)