|
2024-02-15 16:13:43, 1010 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო - ქალის მიმართ ადევნების ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი ამხილეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ქალის მიმართ ადევნების ფაქტზე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული პოლიციელი ნაცნობ ქალთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რაც მასთან მუდმივ სატელეფონო, სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით კომუნიკაციაში და ქუჩაში უკანონო თვალთვალში გამოიხატებოდა. "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ქალის მიმართ ადევნების ფაქტზე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს ბრალდებული ყ.უ. ნაცნობ ქალთან არასასურველ კომუნიკაციას მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა, რომელიც მასთან მუდმივ სატელეფონო, სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით კომუნიკაციაში და ქუჩაში უკანონო თვალთვალში გამოიხატებოდა. ასევე, ბრალდებული დაზარალებულს პირად შეხვედრას და ურთიერთობას სისტემატიურად სთხოვდა. ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დაზარალებული ქალი ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა, მას მიადგა მორალური ზიანი და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, საგამოძიებო პროცესის წარმართვა მოკლე დროში უზრუნველყო, რა დროსაც მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. მათ შორის, არასასურველი კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სამართალდამცავის მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე, აპლიკაცია „whatsapp“-იდან გაგზავნილი შეტყობინებები. საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)