|
2024-02-15 13:23:39, 856 ნახვა
საზოგადოება
მერია - საცხოვრებელი ფართები კიდევ 33 ოჯახს დაუკანონდა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დღეს საბურთალოს, ვაკის, ისნის, მთაწმინდის, კრწანისისა და სამგორის რაიონში მცხოვრებ 33 ოჯახს გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები ამ ოჯახებს სიმბოლურ 1 ლარად გადაეცათ. „დღეს 33 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ეს ის ფართებია, სადაც ეს ადამიანები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა მათი დაკანონება. 2017 წლიდან, როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია, დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება და 3000-მდე ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია და გადაცემული აქვთ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ამ პრობლემის მქონე ყველა ოჯახი არ დაკმაყოფილდება. ჩვენგან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა. აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ისინი ცხოვრობენ და ჩვენი თანამშრომლები მათ მაქსიმალურად გაარკვევენ იმაში, თუ რა საბუთები უნდა წარმოადგინონ. ამის შემდეგ დედაქალაქის მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ 33 ოჯახს ვულოცავ და ვუერთდები მათ სიხარულს“, - განაცხადა კალაძემ. წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. ღონისძიებას, თბილისის მერთან ერთად, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, შესაბამისი რაიონების გამგებლები, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)