21:15 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 08:59:13, 603 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - არ არსებობს არც „ლელო“, არც „გირჩი“ - ეს არის ერთი მთლიანი „ნაციონალური მოძრაობა“

ის, რასაც „ლელო“ იძახის დღეს, რომ ვიღაცას გააგდებს სახელმწიფოდან, ვიღაც სადღაც აღმოჩნდება, პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ მათ ზუსტად ისეთივე მმართველობის ნაწილი უნდათ იყვნენ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა 2012 წლამდე ამ ქვეყანაში,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. 

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, პარტია „ლელომ“ ნაცვლად პოზიტიური დღის წესრიგის შექმნისა, საზოგადოებას „რეპრესიების ქრონიკა“ შესთავაზა. 

„სახელწოდებები, რომელსაც ვიყენებთ კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ, არის აბსოლუტურად პირობითი, ვინაიდან არ არსებობს არც „ლელო“, არც "გირჩი", ეს არის ერთი მთლიანი „ნაციონალური მოძრაობა“. ვინმეს აქვს ილუზია, რომ ზურა ჯაფარიძე არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი? ვინმეს აქვს ილუზია, რომ გიორგი ვაშაძე და ლიაკა ხოშტარია არ არის „ნაციონალური მოძრაობა“? და ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ. რეალურად ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ პრაქტიკულად კალკირებას აკეთებს და გადმოაქვს აბსოლუტურად ყველა ის შეხედულება და ქვეყნის მართვის ის მოდელი, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“.  ე.წ. უკუთვლას, პარტიები იყენებენ იმისთვის, პოზიტიური დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას და თქვან, რომ ჩვენ ამდენი ხნით ადრე გვექნება ეს პროგრამა, საზოგადოებას შევთავაზებთ ამ თემის მოგვარების პირობებს, მაგრამ ლელომ რა ქნა? „ლელომ“ გამოაცხადა რეპრესიების ქრონიკა. ეს არის ობიექტური რეალობა“,- განაცხადა ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics