|
2024-02-14 18:49:57, 1022 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მოვითხოვთ, სპეციალისტებთან ერთად მოხდეს სტიქიის ზონების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გასაჯაროება
საგანგაშო მდგომარეობაა ხულოში, შუახევში, ქედაში, სადაც ახლაც მძვინვარებს ფაქტობრივად სტიქია. მოვითხოვთ, სპეციალისტებთან ერთად მოხდეს კონკრეტული სტიქიის ზონების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გასაჯაროება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, აღნიშნულის პარალელურად ადამიანები უნდა იყვნენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანილები და დახმარებით უზრუნველყოფილები. „კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო სტიქიით დაღუპულთა ოჯახებს და მინდა კონკრეტული ინფორმაცია ვამცნო, მათ შორის ხელისუფლებას. მაღალმთიან აჭარაში საგანგებო მდგომარეობაა ფაქტობრივად, უმძიმესი მდგომარეობაა ხულოში, შუახევში, ქედაში, იქ, სადაც ახლაც მძვინვარებს ფაქტობრივად სტიქია. ასობით ჩვენი თანამოქალაქე ელოდება ხელისუფლების მხრიდან მზრუნველობას, დახმარებას და მათთვის უსაფრთხო ადგილის შეთავაზებას. ახლა, როცა ბრიფინგს ვმართავთ, ამ წუთასაც რამდენიმე ასეული ოჯახი ცხოვრობს ისეთ სახიფათო ადგილას სტიქიის ზონაში, სადაც მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის არის სახიფათო, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და ამ ადამიანებს გაუწოდოს დახმარების ხელი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში- სპეციალისტებთან ერთად მოხდეს კონკრეტული სტიქიის ზონების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გასაჯაროება, ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ადამიანები უნდა იყვნენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანილები და უზრუნველყოფილები დახმარებით, არა ისე, როგორც ხელისუფლება აკეთებს ხოლმე მინიმალურს, არამედ ღირსეულად, რომ ამ ადამიანებმა გააგრძელონ ცხოვრება ღირსეულ პირობებში და ჩვენის მხრივ, ცხადია ჩვენი აჭარის ორგანიზაცია, აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენი წარმომადგენლობა, ადგილობრივ თვითმმართველობებში ეს იქნება შუახევი, ხულო თუ ქედა, ცხადია მზად ვართ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გამო მათთან ერთად ვიმუშაოთ, მათ დავეხმაროთ ამ პრობლემების მოგვარებაში და თუ ჩვენი მხრიდან რაიმე მხარდაჭერა დაჭირდება, მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
ევროკომისიის ანგარიში - გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები
პაპუაშვილი – გუშინდელი ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რომ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში წამყვანის სახით, საუბრობს ბრალდებებით
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)