|
2024-02-14 17:38:07, 1056 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთიმ“ ბიზნესისთვის Visa B2B Connect-ის პლატფორმა დანერგა
Visa-ს ინოვაციური B2B Connect პლატფორმა "ლიბერთი ბანკის" ბიზნეს და კორპორაციული კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი ხდება საქართველოში. Visa B2B Connect "ლიბერთი ბანკსა" და მის ბიზნეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს საერთაშორისო გადახდები განახორციელონ სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად. Visa B2B Connect არის ინოვაციური, არა საბარათე, ანგარიშსწორების სერვისი, რომელიც შემუშავებულია ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რათა მათ ბიზნეს კლიენტებს საშუალება მიეცეთ განახორციელონ და მიიღონ საერთაშორისო გადახდები პროგნოზირებადი, უსაფრთხო და ეფექტური გზით. "მოხარული ვარ, რომ საქართველოში წარმატებით ვაგრძელებთ Visa B2B Connect-ის დანერგვას. ეს არის უნიკალური და ინოვაციური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებსა და მათ ბიზნეს კლიენტებს სწრაფი, უსაფრთხო, სანდო და გამჭვირვალე საერთაშორისო გადახდებით ისარგებლონ. მჯერა, ჩვენი პარტნიორობა "ლიბერთი ბანკთან" ადგილობრივ ბიზნესს გააძლიერებს და დაეხმარება მათ უფრო ეფექტურ ოპერირებაში", - აცხადებს დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში. "ლიბერთი" აგრძელებს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების პროცესს და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ბიზნეს მიმართულების გაძლიერება და ბიზნესის მხარდაჭერა. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლის საჭიროებებს და მუდმივ პარტნიორთან, Visa-სთან ერთად არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ საცალო საბანკო მიმართულებით. დღეიდან, მნიშვნელოვან სიახლეს ვთავაზობთ ბიზნესს. დავნერგეთ Visa B2B Connect-ის პლატფორმა, რომლითაც ბიზნესს უახლეს, სწრაფ და ინოვაციურ საერთაშორისო გადარიცხვების სერვისებს ვთავაზობთ 110 ქვეყანაში. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი "ლიბერთის" გუნდს. მათი ძალისხმევით მოხერხდა რეგიონში, ამ სისტემის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი დანერგვა და ბანკის საკუთარ სისტემებთან შესაბამისი ინტეგრაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი გუნდი მზადაა ინოვაციებისთვის", - განაცხადა ვახტანგ ბაბუნაშვილმა, "ლიბერთის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ფინანსურმა დირექტორმა. Visa B2B Connect-ი ოთხ ძირითად ფუნქციონალს ეფუძნება. მათ შორის ისეთ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა distributed ledger technology (DLT), რაც მონაცემების გაუმჯობესებულ ხედვასა და ტრანზაქციების პროგნოზირებას უზრუნველყოფს. ამ პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება გამგზავნი ბანკიდან ქსელის შიდა და გარე მიმღები ბანკების მიმართულებით, რაც პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და დამატებითი შუამავალი რგოლისგან ათავისუფლებს.
Visa B2B Connect-ი ერთის ბევრთან დაკავშირების პრინციპით, გადარიცხვაში მონაწილე შუამავალი რგოლის რაოდენობას ამცირებს. ეს უფრო იაფი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა და უზრუნველყოფს, როგორც კორპორაციული საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ასევე მათი ბიზნეს კლიენტებისთვის თითოეულ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკომისიო გადასახადის გამჭვირვალობას, რაც ეხმარება კომპანიებს თავიანთი ფულადი ნაკადების მართვაში. Visa B2B Connect პლატფორმა ასევე, შეიძლება გამოყენებული იქნას ქსელის გარეთ არსებულ ბანკებში გადახდების განსახორციელებლად 110 ქვეყანაში. Visa-ს შესახებ Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში.Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge "ლიბერთის" შესახებ "ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)