11:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-14 14:03:24, 853 ნახვა

ეკონომიკა
Galt & Taggart-მა Pepsico კავკასიის წლიურ შეხვედრაზე ეკონომიკური და სექტორული პრეზენტაცია წარადგინა

გალტ & თაგარტმა Pepsico კავკასიის წლიურ კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის და FMCG (სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელი) სექტორის მიმოხილვა წარადგინა.

ღონისძიებაზე გალტ & თაგარტის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს და რეგიონის ეკონომიკებში მიმდინარე ტენდენციები და პროგნოზები, ასევე FMCG სექტორის კვლევის მიგნებები გაუზიარეს.

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში FMCG სექტორის ზომა თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს 21 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან ბრენდული ქსელები ბაზრის 39%-ს იკავებს. ამ კუთხით მკვეთრი ზრდა ფიქსირდება 2018 წელს მაჩვენებლიდან, რაც 22%-ს შეადგენდა. ბაზრის დანარჩენი ნაწილი არაბრენდულ მაღაზიებს, აფთიაქებსა და არაფორმალურ ვაჭრობას უჭირავს. ამასთან, FMCG ბაზრის 48% თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე მოდის, საიდანაც ყველაზე დიდი წილი აჭარას და იმერეთს უკავია. ბუნებრივია, რომ FMCG პროდუქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს, თუმცა ბოლო 2 წელიწადში სექტორის ზრდაში დიდი კონტრიბუცია ტურისტებმა და მიგრანტებმა შეიტანეს. ამასთან, გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, FMCG ბაზარზე ყველაზე მეტი - 70% - საკვებ პროდუქტებზე იხარჯება, რასაც მოსდევს სასმელები და თამბაქო.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა FMCG სექტორის სამომავლო განვითარების ხედვაზე, რაც კვლევაზე დაყრდნობით გამოიკვეთა. გალტ & თაგარტის სექტორული კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, კახა სამყურაშვილმა გეოგრაფიული ექსპანსიის, ფორმატების დივერსიფიკაციის აუცილებლობის, პროდუქციის ასორტიმენტის ზრდის, საკუთარი წარმოების განვითარების საჭიროებისა და მომხმარებლების სეგმენტაცია-დიჯიტალიზაცის (ელ-კომერცია, მონაცემთა ანალიზი და პერსონალიზაცია) შესახებ ისაუბრა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics