|
2024-02-13 16:55:33, 671 ნახვა
საზოგადოება
ტაბატაძე - საქართველო არის ქვეყანა, სადაც როგორც ჩვენი, ასევე საქართველოში ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა შექმნილი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ორგანიზაცია numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად. „საქართველო არის ქვეყანა, სადაც როგორც ჩვენი, ასევე, საქართველოში ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს. ყოველივე ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. ხაზგასასმელია სამართალდამცავი სისტემის ღიაობა დანაშაულთან ბრძოლაში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად პროაქტიულ რეჟიმში აქვეყნებს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას. ასევე, აღსანიშნავია, რომ უპრეცედენტოდ გაზრდილია მომხდარ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი. გარდა ამისა, ის რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ამას ასევე დიდ წილად ხელს უწყობს დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია, რაც სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პრიორიტეტს წარმოადგენდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობას ახორციელებს ანალიზზე დაფუძნებული მონაცემების მიხედვით, რაც ხელს უწყობს როგორც დანაშაულის პრევენციას, ასევე, მასზე დროულ რეაგირებას. ეს ყველაფერი მეტყველებს სამინისტროს თანამშრომელთა მაღალ პროფესიონალიზმზე, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო მათ და ვუთხრა, ყოველთვის ჰქონდეთ ჩვენი ხელისუფლების იმედი. სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სფეროს შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადამიანური რესურსის პროფესიულ განვითარებას დადგენილი კომპეტენციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ტურისტებისთვის, ეფუძნება შესაბამის კვლევასა და ანალიზს და დასანანია, რომ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მისი გამოყენება ისევ ხდება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის“,- აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)