|
2024-02-13 10:20:06, 650 ნახვა
საზოგადოება
ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Fruit logistica 2024“ ქართული სტენდზე თერთმეტი კომპანია იყო წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2024 თერთმეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილმა და გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ ქართულ სტენდზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერეს. „სოფლის განვითარების სააგენტო სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპისთვის ახორციელებს ფერმერთა მხარდამჭერ პროექტებს და აქტივობებს; მათ შორის, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიმართულებით, რაც კარგი შესაძლებლობაა ქართული აგროპროდუქციის პოპულარიზაციისა და ახალ ბაზრების ათვისებისთვის“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილმა. გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან იზორიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეების მონაწილეობა მეხილეობის დარგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენაში. “ბერლინში მიმდინარე მეხილეობის საერთაშორისო გამოფენაზე წელს უკვე 11 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მოცვს აქვს ევროპის ბაზარზე გასაღების მეტი შანსი, გაზრდილია მოთხოვნაც. სასიხარულო ფაქტია, რომ მოცვის მწარმოებელი ბევრი კომპანიაა გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან”, - აღნიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორიამ. გამოფენაზე FRUIT LOGISTICA 2024 წელს წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, ჟოლოს, თხილეულისა და სუნელების მწარმოებელი ის კომპანიები, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ქართული სტენდზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ კომპანიები: შპს აგროლეინი, შპს ბლუბერდი, შპს გოლდენ ფარმსი, შპს კოლხური მოცვი, შპს აშქი აგრო, შპს ქალაქური, შპს ბლუ ველი, შპს აგრითაჩი, შპს გრინ ველი, შპს FCO, შპს დაბი. FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს დიდ გლობალურ პლატფორმას ე.წ Fresh და მშრალი ხილის მწარმოებელთათვის. გამოფენას, ყოველწლიურად 63,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობა 100-მა ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 2,600-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)