20:11 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 20:18:19, 685 ნახვა

პოლიტიკა
ბექა დავითულიანი - სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, პრეზიდენტის ინსტიტუციაში შექმნას ოპოზიციური ერთობის საარჩევნო შტაბი, რომლის მიზანია არჩევნების დისკრედიტაცია

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არა ევროინტეგრაციისთვის ოპოზიციური ერთობის შექმნის, არამედ რადიკალური ოპოზიციის შტაბის უფროსობისთვის იღწვის. ის ცდილობს, პრეზიდენტის ინსტიტუციაში შექმნას ოპოზიციური ერთობის საარჩევნო შტაბი, რომლის მიზანიც არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ არჩევნების დისკრედიტაციაა, რადგან აპრიორი იციან, ამ არჩევნებში ოპოზიცია ვერ მიაღწევს ვერც დაშლილ ჯგუფებად და ვერც გაერთიანებულები იმ შედეგს, რომელსაც მათ სურთ რომ მიაღწიონ, - ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “მოამბე“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ბექა დავითულიანის თქმით, "ატყუებენ თავის ამომრჩეველს, როდესაც ეუბნებიან, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება იცვლება. მათი ერთადერთი მიზანია, მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია და არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყონ იმის ძახილი, თითქოს არჩევნები გაყალბდა".

„სალომე ზურაბიშვილის მიზანი არ არის, რაიმე ერთობა შექმნას ევროინტეგრაციის მიზნების მისაღწევად. მას ჰქონდა ამის შესაძლებლობა, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს. სამწუხაროდ ქალბატონმა სალომემაც და ბევრმა ოპოზიციის წარმომადგენელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეეფერხებინა და ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი ძალისხმევით მათ ამას ვერ მიაღწიეს. მეორე - ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არა ევროინტეგრაციისთვის ოპოზიციური ერთობის შექმნის, არამედ რადიკალური ოპოზიციის შტაბის უფროსობისთვის იღწვის. ის ცდილობს, პრეზიდენტის ინსტიტუციაში შექმნას ოპოზიციური ერთობის საარჩევნო შტაბი, რომლის მიზანიც არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ არჩევნების დისკრედიტაციაა, რადგან აპრიორი იციან, ამ არჩევნებში ოპოზიცია ვერ მიაღწევს ვერც დაშლილ ჯგუფებად და ვერც გაერთიანებულები იმ შედეგს, რომელსაც მათ სურთ რომ მიაღწიონ. ეს იციან და ატყუებენ თავის ამომრჩეველს, როდესაც ეუბნებიან, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება იცვლება. მათი ერთადერთი მიზანია, მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია და არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყონ იმის ძახილი, თითქოს არჩევნები გაყალბდა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს [არჩევნების შედეგები] კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

„შემოვიღეთ ელექტრონული საარჩევნო სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ უბნების 90%, სადაც ხელმისაწვდომია და შეიძლება, რომ დაიდგას ელექტრონული საარჩევნო ყუთები, დაიდგმება და ხმის მიცემა მოხდება ელექტრონულად, სადაც მოქალაქე შემოხაზავს მისთვის სასურველ პოლიტიკურ პარტიას, შეიტანს ელექტრონულ საარჩევნო ურნაში და ძალიან მალე დაფიქსირდება შედეგები, ავტომატურად დათვლის ყუთი, ვინ რამდენი მიიღო. გაყალბების შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნება ჩაკეტილი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics