|
2024-02-12 15:34:04, 1009 ნახვა
სამართალი
ოკუპირებულ გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის 2 თანამშრომელი დააკავეს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის ვიტალი (თემურ) კარბაის მკვლელობის საქმეზე გალის რაიონის ე.წ. მილიციის განყოფილების 3 თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მათგან 2 დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ekhokavkaza ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. პროკურატურის ცნობით, ალბერტ ზარაკუას, ვიანორ აბშილავასა და დავით კვეკვესკირის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა აღძრული - ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით. ე.წ. პროკურატურის მტკიცებით, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი თემურ კარბაია იძულებით მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში და მოწმეების არყოფნის პირობებში უკანონოდ გაჩხრიკა. "შემოწმების ბოლოს კარბაიამ კვეკვესკირის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგაც კვეკვესკირმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაკუა და აბშილავა, რომლებიც კვეკვესკირთან ერთად, კარბაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მუშტებითა და ფეხებით სცემეს, რის შედეგადაც კარბაიას სხეულის დაზიანებები მიაყენეს. მან გულმკერდის არეში მიიღო ტრავმა, ოთხი ნეკნის მოტეხილობა, დაკავებულს ჰქონდა მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოების სისხლჩაქცევები",- ნათქვამია ე.წ. პროკურატურის განცხადებაში. მათივე ცნობით, კარბაია ცემის შემდეგ, კანონიერი საფუძვლის გარეშე, გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, საიდანაც 7 დეკემბერს გაათავისუფლეს. ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თებერვალს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის განყოფილების თანამშრომლები ზარაქუა და აბშილავა დააკავეს. "ეჭვმიტანილი კვეკვესკირი დ.ბ. არ გამოცხადდა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია“,- აცხადებენ ე.წ. პროკურატურაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)