|
2024-02-12 11:51:43, 708 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დავითაშვილს დაეკისრება, წულუკიანს და ჩიქოვანს კი ვიცე-პრემიერების
პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, აგრეთვე, ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ფეიქრიშვილი გახდება. "მოგესალმებით. დღეს იმართება მთავრობის პირველი სხდომა, ახალი შემადგენლობით. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ. წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თითოეული თქვენგანის მონაწილეობით, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის. რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია პრინციპში, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, აგრეთვე, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება. გვაქვს ცვლილება ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა კობახიძემ.
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)