2024-02-12 09:13:55, 520 ნახვა
პოლიტიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცეს
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
მედიის ცნობით, ამ ფაქტთან დაკავშირებით კობახიძეს ასევე მიულოცეს: შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა - ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა და შეიხმა მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა - ვიცე-პრეზიდენტმა, ვიცე პრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),