23:02 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 09:07:52, 511 ნახვა

პოლიტიკა
დავითაშვილი - ერთი და იგივე ადამიანები პოლიტიკურ ასპარეზზე სხვადასხვა კონფიგურაციით გვევლინებიან

ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა კონფიგურაციით გვევლინებიან პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს არის მორიგი მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში,  რომ ჩვენ გვყავს ერთის მხრივ ძირითადი ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობა“ და ასევე გვყავს სხვა ახალი პარტიები. წლების განმავლობაში გვყავს ერთი ოპონენტი - „ნაციონალური მოძრაობა“ - ბოროტი ძალა, რომელმაც თავისი უპასუხისმგებლო საქმიანობით ქვეყანას ძალიან დიდი კვალი დაატყო.- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილი გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, აღნიშნული ადამიანების როგორც მიდგომები, სტილი, ტაქტიკა, ისე ძირითადი ფუნდამენტური ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტილისტიკასთან.

„სამწუხაროდ, დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი დაცლილია არგუმენტისგან. ეს არ არის კარგი არც მთავრობისთვის, როდესაც ჩვენ ვერ ვხედავთ არგუმენტირებულ კრიტიკას. ჩვენ ფაქტიურად არ გვინახავს რაიმე მოსაზრება, ალტერნატიული წინადადება, რომელიც ქვეყნის განვითარებას წაადგებოდა და ჩვენი ხალხისთვის იქნებოდა სასარგებლო. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელიც არაფერს ეფუძნება ხოლმე, უბრალოდ ლანძღვას, სამწუხაროდ, ესთეტიკის კუთხითაც ეს ძალიან მიუღებელი და შეუფერებელია, მაგრამ არაფერი გვიკვირს, იმიტომ, რომ ჩვენ წლების განმავლობაში გვყავს ერთი ოპონენტი - ნაციონალური მოძრაობა - ბოროტი ძალა, რომელმაც თავისი უპასუხისმგებლო საქმიანობით ქვეყანას ძალიან დიდი კვალი დაატყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი და იგივე ადამიანები, პიროვნებები სხვადასხვა კონფიგურაციით გვევლინებიან პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში რომ ჩვენ გვყავს ერთის მხრივ უკვე ტრადიციულად ჩამოყალიბებული ძირითადი ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობა“ და ასევე გვყავს სხვა ძალები, სხვა ახალი პარტიები, რომლებმაც შეიძლება რაღაც ახალი შესთავაზოს საზოგადოებას. ეს ასე არ ხდება, იმიტომ, რომ ახალს ისინი არაფერს გვთავაზობენ. მათი როგორც მიდგომები, სტილი, ტაქტიკა, ისე ძირითადი ფუნდამენტური ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტილისტიკასთან. მათ შორის, ჩვენ დავინახეთ ეს პროცესები ევროპასთან დაახლოების პროცესში გასულ წელსაც, დაწყებული 2022 წლიდან, როდესაც საქართველომ განაცხადა ევროპაში წევრობის შესახებ, ყველა ძალა ერთიანად ცდილობდა ამ პროცესის ხელის შეშლას. ეს გაგრძელდა 2023 წელსაც და იმ დროს, როდესაც ჩვენ ძალიან გეგმაზომიერი მუშაობის შედეგად და ეს იყო მთელი სამთავრობო გუნდის და არა მხოლოდ მთავრობის, მთლიანად მმართველი გუნდის, როგორც საპარლამენტო ისე სამთავრობო ნაწილის, ხალხის მონდომება და სულისკვეთება. ჩვენ შევძელით კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელიც ალბათ ათწლეულების ყველაზე დიდი შედეგი და დამსახურებაა, ამ შემთხვევაშიც კი, ბოლო დღემდე, როდესაც ისინი ამ პროცესს ხელს უშლიდნენ თავისი სხვადასხვა გამოხტომებით, ქმედებით, უპასუხისმგებლობით, მაშინ დაიწყეს გადაბრალება. ჩვენ ვხედავთ დაფაზე ერთი და იგივე ფიგურების გადაადგილებას და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელიც არის, იმიტომ რომ მოსახლეობას აქვს საკმარისი გამოცდილებაც უკვე ამ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის, ახალი სახეებიც არ არიან, ეს არის იგივე სახეები, რომლებიც სახელებს და პოზიციებს იცვლიან დაფაზე“ - განაცხადა დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics