|
2024-02-09 17:41:00, 960 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მზად ვართ, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს
„ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „იქნება მთავარი ადამიანი, ვინც მთავარ როლს შეასრულებს გაჭირვების და ივანიშვილის დამარცხებაში". „მინდა, გამოეხმაურო მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება მთავარი ადამიანი, ვინც მთავარ როლს შეასრულებს გაჭირვების და ივანიშვილის დამარცხებაში. პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია, გააერთიანოს საზოგადოება, რაც ერთხელ უკვე გაუკეთებია; პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია, ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ არათუ სწრაფვაში, არამედ სწრაფად გაწევრიანებაში და ეს მას გაუკეთებია და ყველას კარგად მოეხსენება მისი ამ შესაძლებლობების შესახებ ივანიშვილისგან და მისი გუნდისგან განსხვავებით. ამიტომ, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ ჩართული იყოს ყოველდღიურ საქმიანობაში და ფაქტობრივად, ეს ასეც არის. ჩვენ, ცხადია, რა შესაძლებლობაც გვაქვს კომუნიკაციის, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ეს კომუნიკაცია და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჰყოფს და აპირისპირებს საზოგადოებას, ჩვენ უნდა დავასრულოთ დაყოფა, გათითოკაცება, გაჭირვება და ივანიშვილი ამ ქვეყანაში. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანები არ გარბიან ქვეყნიდან, აქვთ ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშო ადგილი",-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)