08:50 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 16:49:47, 1087 ნახვა

საზოგადოება
ბაკურიანი 10-11 თებერვალს სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

10-11 თებერვალს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), ბაკურიანში გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60  სპორტსმენი იასპარეზებს.

"საქართველოს სახელით  დავით თედიაშვილი გამოვა, საშეჯიბრო ტრასას კი ქართველი ათლეტები - ლაშა კურტანიძე და ბექა ბერძენიშვილი გახსნიან.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და  საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი კლაუს ვალდნერი  და ტექნიკური დელეგატი ანდრეას გიორლიხი.  შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებს,  პირდაპირ ეთერში კი  „ევროსპორტზე" გადაიცემა.

საქართველომ წარმატებით უმასპინძლა მსოფლიო თასის ეტაპებს მოგულსა და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში. შეჯიბრებები  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. 2024 წლის დასკვნითი  ღონისძიება ბაკურიანში, დიდველის არეალში გაიმართება.

გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე  ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.  წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ საქართველო, კერძოდ კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორი კომპანიები არიან „ბორჯომი","თი ბი სი" „რედკო", და  „სილქნეტი",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics