2024-02-09 15:07:33, 820 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.
„საუკეთესო სურვილებით ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ჩემს კარგ მეგობარს, ირაკლი კობახიძეს. განვაგრძოთ კავშირების განმტკიცება ჩვენი ორი ერის საკეთილდღეოდ“,– წერს ალენ სიმონიანი სოციალურ ქსელში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,