21:33 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 14:38:25, 844 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ვაპირებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს სათავეში ჩავუდგე

მე ვაპირებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს სათავეში ჩავუდგე, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, "მზადაა ამ არჩევნებში პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე იყოს, ვინაიდან ახლა საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდება".

"მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას მხარს დაუჭერენ პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ ასევე ბევრი საზოგადოებრივი აქტიური მოღვაწე და მე მზად ვარ, ამ არჩევნებში ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე პოლიტიკური ბრძოლის იმიტომ, რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი; აქ წყდება საკითხი საერთოდ გვექნება მომავალი, თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა...

მე მინდა ვთქვა, რომ ამ ბორდის ჩემი თავმჯდომარეობის თემაზე, პირველად არის, როცა უშუალოდ ვერთვები კამპანიაში, უშუალოდ ვერთვები, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვების პლატფორმის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, მე ვრჩები უკრაინის მოქალაქედ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი კენჭს იყრიდა როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს", - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics