17:58 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 11:06:46, 1141 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - გულწრფელად რომ ვთქვა, „ქართული ოცნების“ მიმართ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება არ მაინტერესებს

გულწრფელად რომ ვთქვა, „ქართული ოცნების“ მიმართ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება  არ მაინტერესებს, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომ მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მხოლოდ სტიქიასთან ბრძოლის მოტივით მოაწერა ხელი.

კალაძის განმარტებით, მთავარია, საზოგადოება ენდობოდეს მმართველ ძალას, რომელიც „დღეისთვის, მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს". 

„სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ გულწრფელად რომ ვთქვა, არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი ხალხის დამოკიდებულებაა იმ პარტიის მიმართ, რომელიც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს. საზოგადოების ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ქალბატონ სალომეს რა გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ეს გამოჩნდა იმ არჩევნებზე, რომელშიც მონაწილეობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ასევე, სამთავრობო პროგრამას "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" ნდობა გამოუცხადა. კანონმდებლებმა გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღეს. 

აღნიშნულის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერის თანამდებობაზე კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

"საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება",- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე 1-ელ თებერვალს, პარტიის რიგით მე-8 ყრილობაზე ოფიციალურად წარადგინა. 

მმართველი პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა, რომელიც თავის მხრივ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics