23:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 10:54:15, 982 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - იმ კომპეტენციით და შემართებით, რომელიც კობახიძეს გააჩნია, ყველანაირი პრობლემის გადალახვას შევძლებთ

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

თბილისის მერმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

„ირაკლი არის ძალიან კომპეტენტური ადამიანი, ძლიერი პოლიტიკოსი. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, იქნება წარმატებული პრემიერი. 

გუშინ, მან პარლამენტში ისაუბრა იმ გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც დასაძლევი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ცხადია, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება. იმ კომპეტენციით და შემართებით, რომელიც ირაკლი კობახიძეს გააჩნია, ერთიანი ძალისხმევით, ყველა ერთად შევძლებთ ამ პრობლემების გადალახვას“,- აღნიშნა კახა კალაძემ.  

შეგახსენებთ, გუშინ, 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ასევე, სამთავრობო პროგრამას "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" ნდობა გამოუცხადა. კანონმდებლებმა გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე 1-ელ თებერვალს, პარტიის რიგით მე-8 ყრილობაზე ოფიციალურად წარადგინა. 

მმართველი პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა, რომელიც თავის მხრივ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics