23:02 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-08 16:29:24, 799 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ბუჩუკურს - შეგიძლიათ მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის პრივილეგირებული ეს კონკრეტული მოსამართლე - კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის

ნამდვილად არასწორი მოვლენაა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი, თუმცა, შეგიძლიათ მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის, ანა ბუჩუკურის შეკითხვას იმის შესახებ, რატომ ეძლევა ტელევიზიების საშუალებით პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილს პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის და თათბირების ჩატარების შესაძლებლობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით მას აკრძალული აქვს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლეგიტიმურია ნებისმიერი შენიშვნა, რომელიც სასამართლოს პოლიტიკურ პლატფორმად გამოყენებას ეხება, თუმცა, მისივე თქმით, "კონკრეტული მოსამართლის კვალი შეიძლება მიდიოდეს იქ, სადაც პარტია "საქართველოსთვის" კვალი მიდის".

"ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, ჯერ კიდევ დეპუტატი ვარ და ამით ვსარგებლობ, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტად გამიჭირდება ასეთი კომენტარების გაკეთება, მაგრამ დღეს, ჯერ კიდევ შემიძლია გავაკეთო ასეთი კომენტარი. რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია ნებისმიერი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება სასამართლო იყოს გამოყენებული როგორც პოლიტიკური სიტყვის თქმის პლატფორმა, თუმცა, კიდევ ერთხელ მოიკითხეთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. საბოლოო ჯამში, კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics