|
2024-02-08 15:46:56, 937 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი დეკანოიძეზე - არ ვიცი, რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ უფრო ადევნებს, ალბათ, თვალყურს და კარგად იცის
მე არ ვიცი, რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ [ხატია დეკანოიძე] უფრო ადევნებს, ალბათ, თვალყურს და კარგად იცის, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს ხატია დეკანოიძეს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ძალიან კარგად შეაფასებენ დავით მათიკაშვილის გამოსვლას. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, "შეგნებულად არ უნდათ გაიგონ ის სიტყვები, რომელიც 15 ნაბიჯის დაშორებიდან ითქვა". „ქალბატონი ხატია თუ იქნებოდა, უფრო მოისმენდა ჩემს ნათქვამს. მე არ ვიცი, რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ ადევნებს, ალბათ, უფრო თვალყურს და კარგად იცის, მაგრამ მე კარგად გავიგე ის ნათქვამი, რაც მას არ სურდა, რომ გაეგო. აქ იყო საუბარი იმ ღალატზე, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ევროპარლამენტში იმ რეზოლუციაზე ხელმოწერით ჩაიდინა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ქართულმა მხარემ მძინარე ცხინვალი დაბომბა და დაიწყო მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი ცხინვალში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)