00:22 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 16:56:32, 381 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს დელეგაცია დუბაიში გამართულ სამთავრობო სამიტში მონაწილეობს

სერვისების განვითარების სააგენტოს დელეგაცია დუბაიში გამართულ სამთავრობო სამიტში მონაწილეობს
დუბაიში, ინოვაციური  სახელმწიფო სერვისების  მართვის პოლიტიკის საკითხებზე 9 თებერვალს რიგით მესამე სამთავრობო სამიტი გაიხსნა. ღონისძიება ორგანიზებულია არაბთა გაერთიანებული საემიროების სამთავრობო და საჯარო ინსტიტუტების მიერ. სამთავრობო სამიტს არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ მინისტრის მოწვევით,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი და ამავე სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები.
აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 2015 წელი ინოვაციების წლად გამოცხადდა, შესაბამისად მიმდინარე სამიტი სახელმწიფო  ინოვაციებს ეძღვნება. ღონისძიებაზე განსახილველ თემებს შორის არის, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში არსებული ინოვაციები. გარდა ამისა, აქტუალურ თემებს შორის არის მომავლის სერვისები, კერძოდ თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ამჟამად სახელწიფოები და როგორი სერვისების შეთავაზება მოუწევთ მომავალში მოქალაქეებისთვის.
სამიტის ერთ-ერთმა მთავარმა მომხსენებლმა გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ყურადღება გაამახვილა ხარისხიანი განათლებისა და მშვიდობის როლზე. სამსუნგის გენერალურმა დირექტორმა  კომპანიის ინოვაციური პროდუქტების შექმნის პროცესისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ციფრული ბიზნესის ცენტრის დირექტორმა დამსწრეებს წარუგდინა კვლევა იმის შესახებ თუ როგორ ცვლის ციფრული რევოლუცია ეკონომიკას. 
CNN-ის ჟურნალისტმა რიჩარდ ქუესტმა საკუთარ პრეზენტაციაში, სახელწოდებით „ჭკვიანი ხალხი, ჭკვიანი ქალაქები, ჭკვიანი ხელისუფლება“, მიმოიხილა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები. მომხსენებელმა ტექნოლოგიების გამოყენებისა და ინოვაციურობის ერთ–ერთ წარმატებულ მაგალითად თბილისის იუსტიციის სახლი დაასახელა.
კომპანია ეფლის (Apple) თანადამაარსებელმა სტივ ვოზნიაკმა კი ისაუბრა მისი და სტივ ჯობსის (ეფლის თანადამფუძნებელი) ურთიერთობაზე, თითოეული მათგანის ფუნქციებზე, კომპანიის შექმნის იდეასა და ეფლის წარმატების მიზეზებზე.
სამიტის მსვლელობისას საქართველოს დელეგაცია ახორციელებს შეხვედრებს ექსპერტებთან, საერთაშიროსო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია შეხვედრა ესტონეთის ეკონომიკისა და ტელეკომუნიკაციების სამინისტროს წარმომადგენლებთან, რა დროსაც განხილული იყო საქართველოში ციფრული ხელმოწერის გამოყენებისა და ელექტრონული სერვისების განვითარების შესაძლებლობები.
 სამიტის მსვლელობის პარალელურად, იქვე მოწყობილია პავილიონი, სადაც მსოფლიოს წამყვანი ინოვაციური ორგანიზაციების გვერდით წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორია, რომელიც შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
ღონისძიება სამდღიანია და 11 თებერვალს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics