|
2024-02-07 11:28:26, 615 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება
თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მარტიდან მომსახურებას დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი მიიღებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნული ცვლილების განხორციელების შედეგად, ბენეფიციარებს მომლოდინეთა რიგის დაკავება აღარ მოუწევთ. „ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, დღეისთვის, მომსახურებას 18 წლამდე ასაკის 1 850 ბავშვი და მოზარდი იღებს, მარტიდან კი მათი რიცხვი 2 100 გახდება. პარალელურად, პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 1 350 000 ლარით გაიზრდება. თბილისის მერიის ვაუჩერის ღირებულება ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 5 400 ლარია“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამას, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებაც ემატება და პროგრამას, ჯამში, 10 ცენტრი მოემსახურება. „პროგრამის ფარგლებში, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს, ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი თერაპიული სეანსები უფინანსდებათ. ინდივიდუალური განვითარების გეგმა პროგრამის მოსარგებლეზე მორგებულ სეანსებსა და მათ რაოდენობას განსაზღვრავს, რაც პროგრამის მოსარგებლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება“, - დასძინა კალაძემ.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)