11:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 10:48:54, 925 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ Agile Business Awards-ის გამარჯვებულია

რეგიონში პირველად, გავლენიანმა საერთაშორისო კონკურსმა Agile Business Award-მა "თიბისი" საუკეთესო ეჯაილ ბიზნესად დაასახელა. "თიბისიმ" გამარჯვება ისტორიულად ყველაზე კონკურენტულ კატეგორიაში - Overall Business Agility-ი მოიპოვა. კონკურსს ყოველწლიურად Agile Business Consortium ატარებს.

"თიბისი" იყო პირველი უმსხვილესი კომპანია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო საქართველოში. სწორედ ამ პროცესების შეჯამებით აიღო ჯილდო, რომელიც ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო კომპანიებს აქვთ მოპოვებული როგორებიცაა: Natwest Group, RHB Banking Group, Vodafone, bp, Capgemini.

"თიბისი", როგორც საქართველოში ეჯაილის ფუძემდებელი, ბოლო 5 წლის განმავლობაში არაერთი აქტივობით უჭერდა მხარს ამ მიმართულების განვითარებას. 2022 წელს უკვე ნათლად გამოიკვეთა დადებითი შედეგები, რომელიც ადამიანების ცხოვრების გამარტივებაში და ტექნოლოგიური პროცესების სისწრაფეში აისახა.

Agile Business Awards ყოველწლიური კონკურსია, რომელსაც ამ მიმართულებით ლიდერი საერთაშორისო ორგანიზაცია - Agile Business Consortium ატარებს. თავად ეს ორგანიზაცია 1994 წლიდან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს საერთაშორისო დონეზე Business Agility-ს პრაქტიკების გავრცელებას. ჯილდოები 4 კატეგორიაში გაიცემა - Agile in Marketing, Agile in HR, Agile in Finance და Overall Business Agility.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics