|
2024-02-06 11:27:12, 721 ნახვა
საზოგადოება
ტაბატაძე - სუს-ის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა წარმატებულმა სპეცოპერაციამ დიდი საფრთხე აგვარიდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა წარმატებულმა სპეცოპერაციამ დიდი საფრთხე აგვარიდა, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებულ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. მისი თქმით, დროულად გატარებულმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებმა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება უზრუნველყო. „ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია, რომელმაც დიდი საფრთხე აგვარიდა. დროულად გატარებულმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებმა საქართველოში უზრუნველყო პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ტერორიზმის მიზანია ძირი გამოუთხაროს ქვეყნის უსაფრთხო გარემოს, მოქალაქეების წარმოდგენაში შეარყიოს ხელისუფლებისადმი ნდობა და მტრული ძალებისთვის პოლიტიკური პროვოკაციების ორგანიზების შესაძლებლობა შექმნას. მნიშვნელოვანია ყოველივე ამის ღრმად გაანალიზება, რაც დაგვეხმარება უკეთესად დავინახოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი არა მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, არამედ საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში. გუშინ წარმატებულად ჩატარებულ სპეცოპერაციაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრს. სწორედ მსგავსი წარმატებით განხორციელებული ღონისძიებების გამო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ დაიმსახურა ჩვენი პარტნიორების მხრიდან მაღალი შეფასება. აღსანიშნავია, რომ გამოძიება გრძელდება და შესაძლოა ეჭვმიტანილთა წრე გაფართოვდეს“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ. ცნობისთვის, გუშინ, 5 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო. ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)