15:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 13:10:21, 793 ნახვა

საზოგადოება
ნატა ფერაძე - ვერ შემაშინებენ - ინანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს

ვერ შემაშინებენ - ინანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს,- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ განაცხადა.

როგორც ფერაძემ მედიის წარმომადგენლებს დაკავებისას უთხრა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"ვერ შემაშინებენ. ბრძოლა გრძელდება. უკანონობას შიგნიდან გამოვამჟღავნებთ... ცალსახად, ეს არის რადიკალების დასტვენილზე ცეკვა, რა თქმა უნდა. გავასაჩივრებ...

ჩვენ განვაცხადეთ, რომ მე მჭირდებოდა დაცვა. განვაცხადე, რომ იყო ბევრი მუქარა. რეაგირება საერთოდ არ ჰქონიათ. დაცვაც მომიხსნეს. სიცოცხლის მოსპობისა და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე პირი ამოიკერეს... "ქართული ოცნება" მეუბნება, რომ ფეხებზე ვკიდივარ საერთოდ... ინანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს. შიგნიდან ბევრ ამბავს გამოვიტან",- განაცხადა ფერაძემ.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. საქმე ეხება სამების ტაძარში განთავსებულ იოსებ სტალინის გამოსახულებიან წმინდა მატრონას ხატზე საღებავის შესხმას.

ინფორმაცია, რომ ხატს საღებავი შეასხეს 9 იანვარს გავრცელდა. ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა.

საღებავის შესხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

10 იანვარს, თბილისში, ფერაძის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე "ალტ-ინფოს" წევრები შეიკრიბნენ და სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტს "ხატის შეურაცხყოფაში" სდებდნენ ბრალს. 

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 6 იანვარს, ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები და ამბობდა, რომ ის თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი იყო გამოსახული.

აღნიშნულის შემდეგ, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.

მოგვიანებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამებას მათ შესწირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics