08:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 12:34:15, 853 ნახვა

სამართალი
ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე" (საია) დაყრდნობით ავრცელებს.

"ციხეში მიშვებენ. სასამართლომ დაადგინა",- დაწერა ფერაძემ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ.

ცნობისთვის, საქმე ეხება სამების ტაძარში განთავსებულ იოსებ სტალინის გამოსახულებიან წმინდა მატრონას ხატზე საღებავის შესხმას.

ინფორმაცია, რომ ხატს საღებავი შეასხეს 9 იანვარს გავრცელდა. ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა.

საღებავის შესხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

10 იანვარს, თბილისში, ფერაძის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე "ალტ-ინფოს" წევრები შეიკრიბნენ და სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტს "ხატის შეურაცხყოფაში" სდებდნენ ბრალს. 

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 6 იანვარს, ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები და ამბობდა, რომ ის თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი იყო გამოსახული.

აღნიშნულის შემდეგ, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.

მოგვიანებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამებას მათ შესწირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics