19:25 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 22:05:57, 1002 ნახვა

მსოფლიო
მიშელი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე - ევროპა ერთიანია და ჩვენ პუტინის არ გვეშინია

ეს გადაწყვეტილება უგზავნის ძლიერ სიგნალს უკრაინელებს და აჩვენებს, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინის გვერდით ვიდგეთ, - ასე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინისთვის 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ევროპა ერთიანია და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის არ ეშინია.

"დეკემბერში ჩვენ დიდი პროგრესი გვქონდა, როდესაც ოფიციალურად გადავედით გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე უკრაინასა და მოლდოვასთან, დღეს კი გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ მოხდება დამატებით 50 მილიარდი ევროს მობილიზება უკრაინისთვის.

ეს გადაწყვეტილება უგზავნის ძლიერ სიგნალს უკრაინელებს და აჩვენებს, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინის გვერდით ვიდგეთ, ეს ასევე არის გზავნილი ჩვენი ევროპელი მოქალაქეებისთვის, რომ ევროპა ერთიანია და ჩვენ არ გვეშინია პუტინის, ეს ასევე არის გზავნილი აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა შარლ მიშელმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics