|
2024-02-01 18:46:03, 876 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - დრო არ ითმენს - ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთოს
დრო არ ითმენს და ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. როგორც ბორელი აღნიშნავს, რუსეთის აგრესიული ომი ევროპის უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხეა. „დღეს ლიდერები ფოკუსირებული იქნებიან უკრაინის საკითხზე. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი არის უდიდესი საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის. თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ. მას სურს, გაანადგუროს ქვეყანა, დაყოს უკრაინა ორ ნაწილად და ისინი ამას აგრძელებენ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი უკრაინისთვის, რადგან ეს არის უდიდესი საფრთხე ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ამას თუ არ გავაკეთებთ, უფრო დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)