19:26 - 28 Oct, 2026
|
2024-01-31 16:42:13, 704 ნახვა
მსოფლიო
გაეროში ირანის წარმომადგენელი - ირანი აშშ-ის ნებისმიერ თავდასხმას მკაცრად უპასუხებს
ირანი აშშ-ის ნებისმიერ თავდასხმას მკაცრად უპასუხებს, - ამის შესახებ გაეროში ირანის წარმომადგენელმა, ამირ საეიდ ირავანმა განაცხადა. ირანის წინააღმდეგ საპასუხო რეაგირებას აშშ, იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მომხდარი შეტევისა და ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო გეგმავს. „ისლამური რესპუბლიკა ქვეყანაზე, მის ინტერესებსა და მოქალაქეებზე ნებისმიერი საბაბით თავდასხმას უმკაცრესად უპასუხებს“, - განაცხადა ირავანმა. ცნობისთვის, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 40-მდე კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)