|
2024-01-30 19:17:57, 775 ნახვა
მსოფლიო
კულება - პიტერ სიიარტო და ვიქტორ ორბანი არა პრორუსები, არამედ პროუნგრელები არიან
სიიარტო და ორბანი პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, სიიარტო ჩემთან შეხვედრაზე არ იტყოდა, რომ პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. როგორც კულება აღნიშნავს, პიტერ სიიარტო და პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არა პრორუსები, არამედ პროუნგრელები არიან. „ეს რომ დადასტურდეს, დიდი პრობლემა იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ასევე უნგრეთისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი პროუნგრელები არიან. პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ სიიარტო ჩემთან შეხვედრაზე არ იტყოდა, რომ პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, დმიტრო კულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან ერთად, პიტერ სიიარტოს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)