|
2024-01-30 14:31:34, 576 ნახვა
საზოგადოება
გაიცანით „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“
„თიბისიმ“ ბიზნესდაჯილდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა! გთავაზობთ ნომინაცია „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“ ფინალში გასულ კომპანიებს: 3D ანიმაციასა და ვიზუალური ეფექტების მწარმოებელი კომპანია HIGHWAY VFX-ი 2018 წელს, 4 მეგობარმა დააარსა. მათი მთავარი მიზანი, დაარსების დღიდან, გლობალურ მასშტაბებზე გასვლა და საქართველოს ანიმაციის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა იყო, რაც, პირველ რიგში, ხარისხზე ორიენტირებულობითა და ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების ადგილობრივ სივრცეში განვითარებით უნდა მიღწეულიყო. შესაბამისად, „ჰაივეიმ“ ძალისხმევა, პირველ რიგში, ქართულ ბაზარზე მიმართა და თითქმის ყველა მასშტაბური ადგილობრივი ბრენდის პროექტში მიიღო მონაწილეობა.
სწორი ხედვა და განვითარების სურვილი სტუდიის წარმატების მთავარი კატალიზატორი გახდა და ძალიან მალე „ჰაივეის“ პორტფოლიოს ისეთი წარმატებული და გლობალური ბრენდების პროექტები შეემატა, როგორებიცაა Honda-ი, Nissan-ი, Airbus-ი, Suzuki, Samsung-ი. „გაგვიმართლა, რომ კომპანიის დამფუძნებლები საერთო ინტერესის და მიზნების გარშემო გავერთიანდით. კომპანიის დაარსების დღიდან განსაზღვრული გვქონდა, საით მივდიოდით და როგორი უნდა ყოფილიყო „ჰაივეი“ მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ახლა ზუსტად ამ გზის ნახევარი გავიარეთ. შეიძლება ვთქვა, რომ უკეთაც შეგვეძლო, მაგრამ, სავარაუდოდ, ამაზე მხოლოდ ამ 5 წლისთავზე დაგროვილი გამოცდილება მალაპარაკებს. მგონია, რომ სწორედ ეს წელიწადი არის იმ დიდი მიზნების და გეგმების ხორცშესხმის დრო, რომელიც სტუდია „ჰაივეის“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე, ოკეანის მიღმა გაყვანას და მსოფლიო კინოინდუსტრიის მოთამაშეებთან პარტნიორობას გულისხმობს. ამისთვის ყველანაირი ნიადაგი მომზადებული გვაქვს და გვგონია, ამ პროექტში გამარჯვების შემთხვევაში, „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოება ჩვენი კომპანიის წარმატების ისტორიაში დადებს აგურს!“ - ამბობს HIGHWAY VFX-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ლევან ლაფაჩი. ბიზნესდაჯილდოების მეორე ფინალისტია მუსიკალური მენეჯმენტის კომპანია, გამომცემლობა და ლეიბლი „სტოქტონ რექორდსი“. დაარსების დღიდან კომპანიის მიზანი არტისტების ხელშეწყობა და ქართული მუსიკის ინდუსტრიის განვითარება იყო. საქმიანობის დაწყებიდან მალევე, კომპანიამ მზარდი განვითარება დაიწყო, რამაც დამფუძნებლები მიახვედრა, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი საქმის კეთება ჰქონდათ დაწყებული. მოკლე დროში გაიზარდა პარტნიორების, ბრენდებისა და წარმატებული პროექტების რაოდენობა, კომპანიამ სრული ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც განხორციელებული პროექტების ხარისხზეც აისახა, გაფართოვდა კომპანიის ოფისი, რომელიც სტუდიასა და ჰაბს მოიცავს. დღეს „სტოქტონი“ისეთ არტისტებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Bedford Falls-ი, კორძი (korz), Moku Moku, სირკუს-მირკუსი. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი „ბრუნტეტი“ - თეატრალურ-მუსიკალური წარმოდგენა, რომლითაც „სტოქტონმა“ უკვე განახორციელა ტური საქართველოში და საერთაშორისო პროექტი KORDZ x Sakamoto, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა. „კომპანიამ იმდენად სწრაფად დაიწყო განვითარება, რომ, რაღაც მომენტში, ამ პროცესებისთვის ფეხის აბმა თავადვე გაგვიჭირდა. მიმაჩნია, რომ განვითარების ამ ეტაპზე საჭიროა კომპანიის ცნობადობის ამაღლება, იმიტომ, რომ ჩვენი კომპანია უკვე ნდობის ნიშანია. დადგა დრო, კომპანიის საიმიჯო ზრდაზე ვიფიქროთ. „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპანია სტრატეგიულად, საიმიჯოდ და ბრენდულად განვითარდეს. მას სჭირდება რებრენდინგი, ასევე ვებსაიტი. გამარჯვების შემთხვევაში, 2024 წლიდან ამაზე ვიზრუნებთ.“ - ამბობს „სტოქტონის“ დამფუძნებელი, კოკა გოგოხია. ბიზნესდაჯილდოების კიდევ ერთი ფინალისტია „კავეა პლუსის“ მიერ შექმნილი პირველი ქართული სტუდენტური სერიალი „ცვალებადი ნიშნები“. სერიალში ნაჩვენებია სტუდენტური გამოწვევებით, დილემებით, სოციალური საკითხებითა და გადაწყვეტილებებით სავსე თანამედროვე ცხოვრება და მკაფიოდ ისმის ახალი თაობის ხმა. "ცვალებადი ნიშნების" პირველი სეზონი ციფრულ პლატფორმებზე ყველაზე ნახვადი და განხილვადი პროექტი უმოკლეს დროში გახდა და ადგილობრივ გართობისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მასშტაბური წარმატების პრეცედენტი შეიქმნა - სოციალურ ქსელში, „ტიკტოკი“, ეპიზოდის სცენები 38 მილიონჯერ ნახეს, „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ იგივე მაჩვენებელი 10 მილიონზე მეტია, ხოლო „კავეა პლუსზე“ სერიალის 12 ეპიზოდის ჯამური ნახვების რაოდენობამ 3-მილიონს გადააჭარბა. წარმატების და ზრდის პოტენციალის დასტურად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ სერიალის მეორე სეზონის გადაღებები უკვე მიმდინარეობს და მონატრებული მაყურებელი ახალ ეპიზოდს იანვარში ნახავს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კიდევ ორი სეზონია დაგეგმილი. ბიზნესდაჯილდოება „თიბისის“ ბიზნესის მხარდამჭერი პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)