12:28 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-25 17:45:19, 922 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, "პროექტი ჩემს გაკვეთილზე" ფარგლებში გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტის მიზანია, მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა.  

"აჭარის მთავრობის ინიციატივით, პედაგოგების მხარდაჭერის პროგრამა რამდენიმე თვის წინ დაანონსდა, პროექტის განსახორციელებლად 600 ათას ლარამდე გამოიყო. პედაგოგები, რომლებიც დანერგავენ დამატებით წამახალისებელ აქტივობებს და სწავლების ინოვაციურ მეთოდებს მოსწავლეებისთვის, მიიღებენ ყოველთვიურად 500 ლარიან დანამატს.

კონკურსის ფარგლებში, განსაზღვრული კრიტერიუმებით, 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით აჭარის განათლების სამინისტროში შევიდა 300-მდე საპროექტო განაცხადი და კომისიის მიერ შეირჩა 61 პროექტი, რომელთა განხორციელება თებერვლიდან დაიწყება. კონკურსის მეორე ეტაპზე საპროექტო განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 1-ელი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით და გაიზრდება დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობაც.

ასევე, აჭარის მთავრობის ინიციატივით, საჯარო სკოლის პედაგოგები ჩაერთვებიან საერთაშორისო პროექტებში.

პედაგოგებთან შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე ესწრებოდნენ",- აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics