|
2024-01-24 10:05:46, 1146 ნახვა
სამართალი
დეპარტამენტი - 2023 წელს 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვავლინეთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული სამართალდარღვევებიდან 535 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა. „ყველაზე მეტი - 3 111 ფაქტი, უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. მათგან 1 465 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 922 - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების წესის დარღვევა, 724 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 75 უკანონო სახერხი საამქრო. 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 595, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 2 097, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის - 1 477, წყლის კანონმდებლობის დარღვევის - 775, მიწის კანონმდებლობის დარღვევის - 706, წიაღის უკანონო მოპოვების - 686, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის - 454 ფაქტი. ამავე პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 871 ფაქტია გამოვლენილი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 2 621 ფაქტი გამოავლინეს კახეთში, 2 180 სამართალდარღვევაა აღკვეთილი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 1 867 - აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 1 648 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 1 053 - მცხეთა-მთიანეთში, 883 - შიდა ქართლში, 836 - ქვემო ქართლში, 786 კი - სამცხე-ჯავახეთში. 65 სამართალდარღვევა დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს. რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში 833 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)