22:38 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-19 14:27:01, 1211 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება

პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

როგორც ნეთანიაჰუმ თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ისრაელელი პოლიტიკოსები, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ემხრობიან.

"ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების შემთხვევაში, ისრაელს სჭირდება უსაფრთხოების კონტროლი იორდანიის დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე. ეს პალესტინის სუვერენიტეტის იდეას ეწინააღმდეგება. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მაც, მოითხოვა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. ეს კონფლიქტი არა პალესტინის სახელმწიფოს არარსებობას, არამედ ებრაული სახელმწიფოს არსებობას ეხება. ისინი, ვინც ნეთანიაჰუს მომდევნო დღეზე საუბრობენ, რეალურად პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე საუბრობენ",- აცხადებს ნეთანიაჰუ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics