2024-01-16 10:42:01, 853 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში, მერსინი-ანტალიის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა - დაღუპულია 9 ადამიანი
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მარმარისიდან მარდინში მიდიოდა, მერსინი-ანტალიის ავტომაგისტრალზე ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ადგილზე სასწრაფო, სახანძრო და საავტომობილო გზების ჯგუფები მუშაობენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,