|
2024-01-15 23:38:01, 799 ნახვა
მსოფლიო
სუნაკი - 16 ნოემბრის შემდეგ „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში 25 უკანონო და მიუღებელი თავდასხმა განახორციელეს
საერთაშორისო გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებმა საფრთხის ქვეშ დააყენა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. როგორც სუნაკი აღნიშნავს, 16 ნოემბრის შემდეგ „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში 25 უკანონო და მიუღებელი თავდასხმა განახორციელეს. „ისინი ესროდნენ ჩვენს გემებსა და მეზღვაურებს. ეს იყო ყველაზე დიდი თავდასხმა სამეფო საზღვაო ფლოტზე ათწლეულების განმავლობაში და ამიტომ ჩვენ ვიმოქმედეთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ თავდაცვის მიზნით, გაერო-ს წესდების შესაბამისად და თავისუფლების დასაცავად, როგორც დიდი ბრიტანეთი ამას ყოველთვის აკეთებდა“, - განაცხადა სუნაკმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 იანვარს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა. მანამდე, 12 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით ამერიკელმა სამხედროებმა იემენში დარტყმები მისი ბრძანებით მიიტანეს.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)