04:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-10 11:32:24, 584 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მადლობა ყველას, ვინც დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებების განხორციელებაში იყო ჩართული

საახალწლო ღონისძიებები წელს კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო, რასაც მოწმობდა დამთვალიერებლების დიდი რაოდენობა და საერთაშორისო გამოცემების გამოხმაურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მანვე საახალწლო დღესასწაულის შექმნაში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადა.

„2024 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 7 იანვარს დასრულდა, რომელიც 23 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს.  განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის 60 თანამშრომელი, რომლებიც საახალწლო ღონისძიებების ლოკაციებზე მუდმივ რეჟიმში წესრიგის, უსაფრთხოებისა და პიროტექნიკის გამოყენება-რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს უზრუნველყოფდნენ. მადლობას ვუხდი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც ნოემბრის დასაწყისიდან დედაქალაქის მორთვასა და გალამაზებაში არიან ჩართული, საახალწლო ღონისძიებების ადგილებში კი სისუფთავისა და განათებების გამართულობას მუდმივად უზრუნველყოფენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა „საახალწლო სოფლის“ შენებაში ბიზნეს სექტორისა და კონცერტში მონაწილეების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საახალწლო სოფლის“ შენებაში გაწეული უდიდესი წვლილისთვის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „საქართველოს ბანკი“, „კოკა-კოლა“ და „ვისოლ ჯგუფი“. მადლობა კერძო კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც ქალაქის მთავრობასთან ერთად, საახალწლო ღონისძიებების იერსახის შექმნაზე იზრუნეს. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას თანამშრომლობისთვის, წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. მადლობა მედიის წარმომადგენლებს მიმდინარე ღონისძიებების ყოველდღიური გაშუქებისთვის. ღონისძიებებში წელს ათასობით ადამიანი მონაწილეობდა: მუსიკალური ჯგუფები, გუნდები, საბავშვო სტუდიები, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, საესტრადო შემსრულებლები, ანიმატორები და სხვა. წელს განსაკუთრებულად დიდი ინტერესი იყო საახალწლო ბაზარში მონაწილეობაზე. ამ 23 დღის განმავლობაში, ჯამურად წარმოდგენილი იყო 289 მეწარმე და 164 კვების ობიექტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

გარდა ამისა, თბილისის მერმა საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics