|
2024-01-08 09:29:34, 915 ნახვა
საზოგადოება
ჯაღმაიძე - ალბათ, ჟურნალისტები დარბოდნენ და ტირანი ჰეროდეს შესახებ ელაპარაკებოდნენ ხალხს, ქრისტეს შობის ხარების ნაცვლად
ალბათ, ჟურნალისტები დარბოდნენ და ტირანი ჰეროდეს შესახებ ელაპარაკებოდნენ ხალხს, ქრისტეს შობის ხარების ნაცვლად,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. ჯაღმაიძის განცხადებით, "ბეთლემში ქრისტეს შობისას, თითქმის მთელი სამყარო ამაო საქმიანობით და საფიქრალით იყო გართული". "ბეთლემში ქრისტეს შობისას, თითქმის მთელი სამყარო, მათ შორის ხალხი, ვინც მესიის მოსვლის წინასწარმეტყველება იცოდა და მოლოდინი ჰქონდა, ამაო საქმიანობით და საფიქრალით იყო გართული. ვერავინ შენიშნა, რომ ქრისტე მაცხოვარი, კაცობრიობის მხსნელი იშვა, ვერავინ გაიხარა ამით, გარდა მწყემსებისა. რატომ არ ელოდა ხალხი მის მხსნელს? - არ ეცალათ. რატომ არ ეცალათ? - ალბათ, ჟურნალისტები დარბოდნენ და ტირანი ჰეროდეს შესახებ ელაპარაკებოდნენ ხალხს, ქრისტეს შობის ხარების ნაცვლად. რა საბრალონი იყვნენ, იმის ნაცვლად, რომ ამ დიდ საიდუმლოზე ეფიქრათ იმ დღეს, ჰეროდეზე ფიქრობდნენ და მათ გულში ქრისტეს ნაცვლად, ჰეროდე პოულობდა ადგილს. მე კი, გილოცავთ გულით ქრისტეს შობას, თქვენს გულებში იპოვოს სამყოფელი ახალშობილმა, ყრმა იესომ!"- წერს ჯაღმაიძე "ფეისბუქის" გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)