|
2024-01-07 15:11:15, 951 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზ ილია ჭიღლაძის განცხადებით, სამების ტაძარში დასვენებულია ხატი, რომელზეც სტალინია გამოსახული
დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი განცხადებით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. ჭიღლაძის ინფორმაციით, საუბარია წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე, ხატმწერის ვინაობა კი, უცნობია. "საინტერესოა, ვინაა ეს ხატმწერი და ის მღველები, რომლებიც ამ მწვალებლური ზღაპრების გავრცელებას ხელს უწყობენ ქართულ ეკლესიაში, რომ ვითომ პირსისხლიანი უღმერთო ტირანი სტალინი ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი იყო, წმინდანებს უსმენდა და მათი მითითებებით მოქმედებდა. რეალობა ისაა, რომ მთავარი ხელშემწყობი სტალინის კულტისა დღეს და ამ მითოლოგიისა არის სტალინისტი წითელი პატრიარქი, რუსეთუმე, ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელი ილია შიოლაშვილი",- დაწერა ილია ჭიღლაძემ "ფეისბუქის" გვერდზე. მოგვიანებით, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა. "საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორის, ათასობით სასულიერო პირის მკვლელის და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემოქმედის, იოსებ სტალინის ხატი სამების საკათედრო ტაძარში. რუსული საინფორმაციო ომის მანქანის მორიგი წარმატება, რომელიც დროა, შევიმჩნიოთ",- წერს კანდელაკი "ფეისბუქზე". აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. ამ საკითხზე "ექსპრესნიუსი" საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)