00:21 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 14:43:51, 414 ნახვა

საზოგადოება
სოფელ შორაპნის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა უფასო იურიდიული კონსულტაციით ისარგებლებს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა უფასო იურიდიული კონსულტაციით ისარგებლებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაითვალისწინა მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა, ადგილზე მიეღოთ ამგვარი სერვისი და საზოგადოებრივი ცენტრების 200–ზე მეტ მომსახურებას დაემატა კიდევ ერთი – უფასო იურიდიული დახმარების მომსახურებაც.
 პირველ ეტაპზე იურიდიული დახმარების სერვისით სამი  საზოგადოებრივი ცენტრი ისარგებლებს. კვირაში ერთი დღის განმავლობაში 10:00 დან 17:00 საათამდე ადგილზე იმუშავებს იურისტი და კვალიფიციურ სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საზოგადოებრივ ცენტრებში ხელმისაწვდომი იქნება: ზეპირი იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ნებისმიერი პირისათვის; ასევე - იურიდიული დოკუმენტების შედგენა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე - გადახდისუუნარო პირებისათვის. იურიდიული დახმარების ქსელის გაფართოებას და საზოგადოებრივ ცენტრებთან თანამშრომლობას აქტიურად უჭერს მხარს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში. მოსახლეობის ინტერესების გათვალწინებით, საზოგადოებრივ ცენტრებში ახალი სერვისების დამატება მომავალშიც გაგრძელდება.
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის, „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics