|
2023-12-31 14:54:40, 2952 ნახვა
პოლიტიკა
ევროპული პერსპექტივიდან კანდიდატობამდე - საქართველოს ტრაექტორია EU-ის ორბიტაზე
2022 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ევროინტეგრაციის მსურველი ქვეყნებისთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა, რაც უკრაინამ 4 დღეში გამოიყენა. საომარ მდგომარეობაში მყოფმა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 22 თებერვალს, საქართველომ და მოლდოვამ კი, 3 მარტს შეიტანეს. უკრაინამ და მოლდოვამ განაცხადის შეტანიდან 3 თვეში მიიღეს სტატუსი, საქართველო კი, ევროპულ პერსპექტივას დასჯერდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს EU-ის კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრეს, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ „საქართველოს უსამართლოდ მოექცნენ; გაწყვეტილება დამსახურებაზე დაფუძნებული არ ყოფილა და რომ კანდიდატის სტატუსს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა“. მმართველი ძალა ასევე ავითარებდა ნარატივს, რომ ქვეყანა EU-ის გზაზე მხოლოდ „მეორე ფრონტის“ გახსნის სანაცვლოდ წაიწევდა წინ. 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, ქვეყანას სტატუსის მისაღებად 12 პირობა დაუწესდა. რეკომენდაციები ასე გამოიყურებოდა:
გზა კანდიდატობამდე მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებითა და შეფასებებით იყო აღსავსე. 2023 წლის განმავლობაში არ ცხრებოდა კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობდა მუშაობა 12 პრიორიტეტის შესასრულებლად. ხელისუფლება სტატუსის მისაღებად საჭირო დათქმების უდიდეს ნაწილს შესრულებულად აცხადებდა, თუმცა მას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებად მიიჩნევდა და ამბობდა, რომ ოპოზიციას EU-ის გზაზე არაფერი გაუკეთებია. თავის მხრივ, ოპოზიციური სპექტრი მმართველ უმრავლესობას კანდიდატის სტატუსის საბოტაჟში სდებდა ბრალს და ხაზს უსვამდა, რომ მთავრობა არათუ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობდა, არამედ ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო ნაბიჯებსაც დგამდა. სექტემბრის დასაწყისში, საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ჩამოვიდა. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ცხადი გახდა, რომ ოფიციალურ თბილისსა და ბრიუსელს 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით სრულიად საპირისპირო ხედვები ჰქონდათ. მთავრობის მეთაურის მტკიცებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციდან შესასრულებელი იყო „რამდენიმე რეკომენდაცია“, მათ შორის დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და სასამართლო რეფორმა. ბორელი კი ამბობდა, რომ შესრულებული იყო მხოლოდ 3 რეკომენდაცია, დანარჩენი 9 კი შესასრულებელი.
როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ? - ამ სახელწოდებით, "ღია საზოგადოების ფონდის" ლიდერობით, 9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ სექტემბერში გამოაქვეყნა რიგით მე-6 და ერთ-ერთი ბოლო შეფასების დოკუმენტი - სტატუსმეტრი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით, 20 ივნისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავდა. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ სრულად იყო შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებული იყო ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებული - შვიდი პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელი იყო ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია). 8 ნოემბერს, ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლითაც ის ევროპულ საბჭოს მიმართავდა რეკომენდაციით, რომ საქართველოსთვის EU-ის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა. რეკომენდაცია ასევე გაცემული იყო უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპრაკებების გახსნაზე, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის კი, დათქმების შესრულების შემდეგ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემამდე და მის შემდეგ, მმართველი ხელისუფლების წარმომადგნლების რიტორიკა მეტ-ნაკლებად შეიცვალა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, რომელსაც ქვეყანა დეკემბრის დასაწყისში ელოდა, პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, თხოვნით, რომ მიენიჭებინათ ქვეყნისთვის სტატუსი, მართავდა შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, გეგმავდა ვიზიტებს ევროპულ დედაქალაქებში, ავრცელებდა მიმართვებს და აორგანიზებდა აქციებს. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პეტიციაზე - „ჩვენი ხმა ევროპას“ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პეტიციაზე ხელმოწერით საქართველოს მოქალაქეები ევროპის ლიდერებს მიმართავდნენ, რომ დეკემბერში სტატუსი მიენიჭებინათ. 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს.
საქართველომ სტატუსი 9 დათქმით მიიღო, დათქმები კი, ასე გამოიყურება:
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შეფასებისას თქვა, რომ "მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ და რომ ეს მთავრობის 10-წლიანი მუშაობის შეფასება" იყო. მან მიღწეული წარმატებისთვის მადლობა ბიძინა ივანიშვილსაც გადაუხადა. პრეზიდენტის შეფასებით, „ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სათქმელი თქვა და კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად მიიღო“. ოპოზიციაც ამბობდა, რომ სტატუსი ხალხმა დაიმსახურა და არა ხელისუფლებამ.
დეკემბრის ბოლოს, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმა გამოქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, განსახორციელებელი აქტივობებია:
ოპოზიციისთვის დოკუმენტი უშინაარსო და არაფრისმთქმელი აღმოჩნდა, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირისკენ არ მიჰყავს. „ქართული ოცნება“ კი, ვარაუდობს, რომ 2030 წელს საქართველო მზად იქნება იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)