21:42 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 15:29:25, 685 ნახვა

საზოგადოება
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკამ სამი თვის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება 3 000-მდე პაციენტს გაუწია

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკამ სამი თვის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება 3 000-მდე პაციენტს გაუწია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამედიცინო დაწესებულებამ მრავალპროფილური მიმართულებით ფუნქციონირება 15 სექტემბრიდან დაიწყო.

"დაინერგა ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიის, თორაკოქირურგიის, კარდიოლოგიის და სხვა მიმართულების განყოფილებები. 

აღსანიშნავია, რომ რუხის მრავალპროფილური კლინიკა საქართველოში ერთადერთია, რომელიც მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებას Canon-ის 640-შრიანი, უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურით უზრუნველყოს. კლინიკამ ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიის განახლებული სტანდარტები. რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო მაღალკვალიფიციური კადრებით, მათ შორის თბილისიდან მოწვეული ექიმებით არის დაკომპლექტებული. 

კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი , ისე ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ. ამ დრომდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან, კლინიკის სამედიცინო მომსახურებით, 800-მდე პაციენტმა ისარგებლა.

საავადმყოფო, ამ დროისთვის რეგიონში, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ენდოპროთეზირებისა და სხვადასხვა სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციები კეთდება, ასევე - თორაკოქირურგიული ოპერაციები, თორაკოსკოპიის საშუალებით",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics