21:39 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 11:58:47, 634 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს გამგეობამ ოთარ ჭილაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

საბურთალოს რაიონში, აქტიურად გრძელდება წიგნის პოპულარიზაციისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტის განხორციელება - ამჯერად, ქართველი მწერლისა და პოეტის, ოთარ ჭილაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, ო. ჭილაძის ქუჩა N166-ის მიმდებარედ ახლად მოწყობილ დასასვენებელ სივრცეში. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ღონისძიებაზე ცნობილმა მწერლებმა და მსახიობებმა ოთარ ჭილაძის ლექსები და ციტატები წაიკითხეს. პოეტის ოჯახის წევრებმა მის შემოქმედებაზე ისაუბრეს. 

საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები და სტუდენტები, ასევე  საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.  

„ოთარ ჭილაძის სახელობის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. დამონტაჟდა ისეთი სიმბოლური დეტალები, რომლებიც დიდ ქართველ მწერალსა და პოეტს ოთარ ჭილაძეს ეძღვნება. მნიშვნელოვანია წავახალისოთ წიგნიერება, სწორედ ამიტომ ამ სკვერში, კიდევ არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართება“, - განაცხადა გიზო ვასაძემ.

ღონისძიებას წარუძღვა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი გოგა ჩანადირი, რომელმაც წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. 

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც 2 500 კვ. მ ფართობია, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყო საბავშვო-გასართობი და სავარჯიშო სივრცე. დასკვნით ეტაპზე, ტერიტორია გამწვანდა, 1 800 კვ.მ ფართობზე დაიგო რულონური ბალახი და დაიგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 663 751  ლარი გამოიყო, ხოლო სამუშაოები შპს „ლაგომ“ შეასრულა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics