10:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 23:04:23, 618 ნახვა

საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - მოთხოვნა ძალიან დიდი გვაქვს როგორც საზაფხულო ბანაკების შემთხვევაში, ასევე, სკოლებში

ახალგაზრდა თაობაში თავდაცვის ძალების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებაში ქართული ჯარის პოპულარიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია მიმდინარეობს როგორც განათლების მიმართულებით, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიების კუთხით. 

“ჩვენ დავაწესეთ ახალი ინიციატივით „ჯარის ბანაკები“, შევედით სკოლებში საგნით „თავდაცვა და უსაფრთხოება“. ძალიან საინტერესო და პოპულარულია აღნიშნული მიმართულება. მოთხოვნა ძალიან დიდი გვაქვს როგორც საზაფხულო ბანაკების შემთხვევაში, ასევე, სკოლებში. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა სკოლას მოვიცავთ წელს ან მაქსიმუმ მომავალ წელს, სადაც ჩავატარებთ აღნიშნულ საგნებს“, - აღნიშნა მინისტრმა. 

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ქართული ჯარის პოპულარიზაცია მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის დამსხვრევას, თითქოს ჯარში მსახური ცუდია.

“საზოგადოებაში არსებულ კომუნისტურ და საბჭოთა სტერეოტიპს, რომ ჯარი არის ცუდი, ჩვენ რამდენიმე წელიწადში აბსოლუტურად შევცვლით და ეს აზროვნება აღარ იარსებებს ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში”, - განაცხადა ბურჭულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics