|
2023-12-26 11:33:41, 616 ნახვა
საზოგადოება
ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადის - „ევერესტის“ გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით წელს საქართველოში მათემატიკის ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადა „ევერესტი“ გაიმართა. ოლიმპიადის ფარგლებში სამი ტური ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც 16 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მათგან ფინალურ ტურში 2 500 მოსწავლე გადავიდა. ოლიმპიადის ფარგლებში სამი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოვლინდა, რომლებმაც როგორც ოქროს ტურში, ასევე სამტურიანი ოლიმპიადის ფარგლებში მაქსიმალური ქულები დააგროვეს. „ევერესტის“ გამარჯვებულები გახდნენ:
„ევერესტის“ გამარჯვებულებს საჩუქრად ლეპტოპები გადაეცათ, ფინალური ტურის მონაწილეები კი სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. „საქართველოს ბანკში“ გვჯერა, რომ უკეთესი მომავლის შექმნას, განათლება განაპირობებს. სწორედ ამიტომ, სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად ვმუშაობთ, რათა ახალგაზრდებისთვის შევქმნათ შემეცნებისა და თვითგანვითარების შესაძლებლობები და თითოეულ მოსწავლეს მივცეთ თანაბარი წვდომა ხარისხიან განათლებაზე. ამ მიზნით ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორისაა „ევერესტის“ მათემატიკის ოლიმპიადა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ინიციატივაში, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და დასაჩუქრდნენ სხვადასხვა პრიზებით. გვახარებს ის ფაქტიც, რომ ამ სეზონზე ოლიმპიადას კვლავ შემოუერთდნენ მოსწავლეები გალიდან, რაც ხაზგასმით გვაჩვენებს ინიციატივის ინკლუზიურ ხასიათს და მასშტაბს. „საქართველოს ბანკი“ კი არ ჩერდება და აქტიურად ვაგრძელებთ ახალიპროექტების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)